English / ქართული / русский /
რამაზ ფუტკარაძე
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია(ეთვა) და საქართველო

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესები წარმატებით მიმდინარეობს, რაც მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ევროპის თავისუფალივაჭრობის ასოციაციის (ეთვა) ისტორიული ასპექტები, წევრი - ქვეყნები, მათი შეგდეგები ეკონომიკური ინტეგრაციიდან და თანამედროვე გამოწვევები.

ქართულ ეკონომიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა შესწავლილი ეთვა. წევრი- ქვეყნები: ისლანდია (Iceland), ლიხტენშტეინი (Liechtenstein), ნორვეგია (Norway)დაშვეიცარია (Switzerland). ეთვა–ის წევრი ქვეყნები საკმაოდ მაღალგანვითარებული ეკონომიკით გამოირჩევიან.

უნდა აღინიშნოს, 2017 წლის 28 მარტიდანსა ქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზი სგარეშეევრო კავშირის /შენგენის წევრქვეყნებში გამგზავრებას. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელი ცმოიცავსევრო კავშირის 22 წევრ-ქვეყანას და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. სწორედ ევროკავშირის არაწევრი შენგენისსივრცის ქვეყნები, ასევე ეთვა–ის წევრი ქვეყნებია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგიადაშვეიცარია.

ნაშრომში მოკლედაა განხილული ეთვა–ისა და საქართველოს პოლიტიკური და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები. წარმოდგენილია სავაჭრო თანამშრომლობის დინამიკა 2006–2016 წლებში. ასევე, ინფორმაცია ეთვა-ის წევრი ქვეყნებიდან საქართველო ეკონომიკაში განხორციელებული პუი-ების შესახებ. აღნიშნულია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის თანამედროვე მდგომარეობა არ შეესაბამება მხარეთა პოტენციალს და შესაძლებელია მისი გაღრმავება.

საკვანძო სიტყვები: ევროპის თავისუფალივაჭრობის ასოციაცია(ეთვა), წევრი ქვეყნები, საგარეო ვაჭრობა, საქართველო.

ქართულ ეკონომიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებადაა შესწავლილი თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაცია. წარმოდგენილ ნაშრომში სწორედ აღნიშნული აქტუალური პრობლემის ისტორიული ასპექტები, წევრი-ქვეყნები და მისი როლი იქნება განხილული.

თავისუფალი ვაჭრობის ევროპის ასოციაცია, (გერმ. Europäische Freihandelsassoziation) საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანი წევრ- ქვეყანათა შორის სავაჭრო ურთიერთობებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ასოციაციის წევრ-ქვეყანათა შორის ყველა ბაჟი გაუქმებულია, მაგრამ საგარეო სავაჭრო ტარიფები მესამე ქვეყნებთან შენარჩუნებულია.

ეთვა  წარმოადგენს 4 ქვეყნის კავშირს. ეს ქვეყნებია: ისლანდია (Iceland), ლიხტენშტეინი (Liechtenstein), ნორვეგია (Norway) და შვეიცარია  (Switzerland). ეთვა-ის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მის დამაარსებელ ქვეყნებს სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურდათ ან არ შეეძლოთ გაწევრიანება ევროგაერთიანებაში. შეთანხმება ითვალისწინებდა სავაჭრო ტარიფების თანდათანობით გაუქმებას სამრეწველო საქონელზე, თუმცა საგარეო სავაჭრო ტარიფები არ უქმდებოდა. ამ შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ ასეთი გაერთიანება მათ საკუთარი პოზიციების გამყარების საშუალებას მისცემდა ევროგაერთიანებას (ევროკავშირთან) და სხვა ორგანიზაციებთან თუ ქვეყნებთან  ურთიერთობებში.

ეთვა დაფუძნდა 1960 წელს შემდეგი შვიდი ქვეყნის მიერ, ესენია: ავსტრია, დანია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.

პირველი ქვეყანა, რომელიც 1961 წელს ეთვა–ს  შეუერთდა, ფინეთია [13, გვ. 8]. 1970 წელს თვა-ს შეუერთდა ისლანდია.  1972 წელს გაერთიანებულმა სამეფომ და დანიის სამეფომ დატოვეს თვა და შეუერთდნენ ევროკავშირს. 1985 წელს ასევე პორტუგალია ტოვებს თვა-ს და ხდება ევროკავშირის წევრი. 1986 წელს კი ფინეთი შეუერთდა ასოციაციას.

ბოლოს 1991 წელს თვა-ში გაწევრიანდა ლიხტენშტეინი.  1995 წელს ავსტრია, ფინეთი და შვედეთი გამოვიდნენ თვა-დან და იმავე წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირში... ანუ დღეს  თვა-ის წევრი ქვეყნებია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

  ეთვა-ის წევრები საკმაოდ მაღალგანვითარებული ქვეყნებია. ისინი არიან ლიდერები მსოფლიოში სხვადასხვა მიმართულებით [6].  ასე მაგალითად, ლიხტენშტეინი და შვეიცარია მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ფინანსური ცენტრებია და მრავალი საერთაშორისო კომპანიის საქმიანობის ძირითადი ადგილი. შვეიცარიული კომპანიები აწარმოებენ და  მსოფლიოს სთავაზობენ მაღალი ხარისხის პროდუქციას. შვეიცარია მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანაა ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიების, მანქანების, საათების წარმოების, საბანკო და სადაზღვევო სექტორების განვითარებით.  ლიხტენშტეინი კი, მიუხედავად მისი პატარა ფართობისა და შეზღუდული ადგილობრივი რესურსებისა,  მსოფლიოს მაღალ სამრეწველო და ტექნოლოგიურ პროდუქციას სთავაზობს.

ისლანდია და  ნორვეგია მკაფიოდ გამოირჩევა თევზის პროდუქციის წარმოებით, სამრეწველო, საზღვაო ტრანსპორტის, საფინანსო-საბანკო სექტორების განვითარებით.

2013 წელს თვა-ის 4 წევრი ქვეყნის მშპ-მა ერთად შეადგინა 925 მლრდ ევრო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ხოლო მის წევრ-ქვეყნებს მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე მოცულობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავიათ, ასევე თვა-ის წევრ-ქვეყნებში საკმაოდ მაღალია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო წლებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით შვეიცარია პირველ ადგილზეა.

ადამიანური განვითარების ინდექსის (Human Development Index–2016) რეიტინგებში მსოფლიოში ნორვეგია პირველ ადგილზეა, ასევე მოწინავე პოზიციები უკავიათ ეთვა-ის სხვა ქვეყნებს [9].

ეთვა-ის წევრი ქვეყნების შესახებ ზოგადი ინფორმაცია:

ისლანდია: საპარლამენტო რესპუბლიკა.

დედაქალაქი: რეიკიავიკი (Reykjavik).

ფართობი 103 ათასი კვ. კმ.

მოსახლეობა– 325,6 ათასი კაცი (1 იანვარი, 2014).

ვალუტა –  ისლანდიური კრონა (ISK).

მშპ – 111535  მლნ ევრო (2013).

ოფიციალური ენა: ისლანდიური.

ლიხტენშტეინი: ოფიციალური სახელწოდება ლიხტენშტეინის სამთავრო (Principality of Liechtenstein), კონსტიტუციური მონარქია.

დედაქალაქი: ვადუცი (Vaduz).

ფართობი 160 კვ. კმ.

მოსახლეობა– 37 129 (1 იანვარი, 2014).

ვალუტა–  შვეიცარიული ფრანკი (CHF).

მშპ – 4269 მლნ ევრო (2011).

ოფიციალური ენები: გერმანული, ფრანგული და იტალიური.

ნორვეგია, ნორვეგიის სამეფო (Kingdom of Norway), მონარქიული სახელმწიფო.

დედაქალაქი:  ოსლო.

ფართობი 384,802 კვ. კმ.

მოსახლეობა  – 5 109 056 ათასი კაცი (1 იანვარი, 2014).

ვალუტა –  ნორვეგიული კრონა (NOK).

მშპ –  393 098 მლნ ევრო (2013).

ოფიციალური ენა: ნორვეგიული, ორი ვარიანტით: ბუკმოლი (უფრო გავრცელებული) და ნინორიკი.

შვეიცარია: შვეიცარიის კონფედერაცია (Swiss Confederation), საპარლამენტო რესპუბლიკა.

დედაქალაქი: ბერნი.

ფართობი –  41,285 კვ. კმ.

მოსახლეობა – 8137 ათასი კაცი (1 იანვარი, 2013).

ვალუტა:  შვეიცარიული ფრანკი (CHF)

მშპ – 516068 მლნ ევრო (2013).

ოფიციალური ენები: გერმანული, ფრანგული და იტალიური [13, გვ. 30].

ეთვა-ის ძირითადი მმართველობითი ორგანოებია: ასოციაციის საბჭო, სამდივნო და მუდმივი კომიტეტები. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მთავარი სამდივნო მდებარეობს  ჟენევაში (შვეიცარია), ხოლო  სტატისტიკური ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში.

ეთვა-ის უმაღლესი ორგანოა საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს თვა-ის წევრ ქვეყნების ურთიერთობებსა და ქვეყანათა კანონმდებლობის შესაბამისობას ასოციაცის მიერ მიღებულ შეთანხმებებთან. საბჭო არის ასევე პასუხისმგებელი ასოციაციის ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საჯითხებზე. საბჭო ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მესამე სახელმწიფოებთან, ასევე საბჭო განსაზღვრავს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საბჭო, ჩვეულებრივ, იკრიბება წელიწადში ორჯერ, ძირითადად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.  საბჭოს სტრუქტურაში შედის: საპარლამენტო, საკონსულტაციო, ეკონომიკური, მესამე ქვეყნებთან ურთიერთობის, აუდიტორთა, საბიუჯეტო და სხვა კომიტეტები.

ეთვა-ის ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს სამდივნო. სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, რომელიც ჰყავს ორი მოადგილე და ერთი თანაშემწე. სამდივნოში დასაქმებულია დაახლოებით 100 თანამშრომელი.

ეთვა-ას აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომელსაც იხდიან წევრი-ქვეყნები მშპ-ის მოცულობის მიხედვით, 2015 წელს მან შეადგინა 22,298 მლნ შვეიცარიული ფრანკი (მათ შორის, შენატანები ასე ნაწილდება: ისლანდია (2,61%), ლიხტენშტეინი (0,94%), ნორვეგია (55,91%) და შვეიცარია (40,54%).

ევროპის ეკონომიკური ზონა, (EEA –European Economic Area) დაარსდა 1994 წლის 1 იანვარს თვა-ის სამი წევრი-ქვეყნის, ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის და ევროგაერთიანებების (ევროკავშირის) მიერ,  რაც  საშუალებას აძლევს ეთვა-ის 3 ქვეყანას  შეაღწიონ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე  ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე. სანაცვლოდ, ისინი ვალდებულნი არიან, მიიღონ  ევროკავშირის ყველა კანონმდებლობა, გარდა  სოფლის მეურნეობის და მეთევზეობისა.  მართალია, შვეიცარია არის ეთვა-ის წევრი-ქვეყანა, მაგრამ არ არის ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი. EEA ეფუძნება იმავე ,,ოთხ თავისუფლებას" როგორც ევროკავშირი: საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება. ევროპის ეკონომიკურმა სივრცემ (EEA) მნიშვნელოვნად გაზარდა სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები მხარეებს შორის. მიუხედავად ეთვა-ის წევრი-ქვეყნების ზომისა, მათ საერთაშორისო ვაჭრობაში მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ. მასზე მოდის მსოფლიო საქონლით ვაჭრობის  1,92%, ხოლო მომსახურებით მსოფლიო ვაჭრობის 2,87%. ეთვა-ის სავაჭრო ბრუნვის 70%, მათ შორის ექსპორტის 67,33% და იმპორტის 72,83% მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე. ეთვა-ის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია: გერმანია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ჩინეთი, შვედეთი, ავსტრია, ბელგია, ესპანეთი, იაპონია, დანია და სხვ.

ეთვა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ  ქვეყანასთან და ცდილობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებასა და გამარტივებას, ასევე იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამჟამად ეთვა-სთავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმებული  აქვს მსოფლიოს 25 ქვეყანსთან (მათ შორისაა: კანადა, ჩილე, ეგვიპტე, მაკედონია, ისრაელი, მექსიკა, სინგაპური, თურქეთი და სხვ.), მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

ეთვა და საქართველო. 2012 წლის 28 ივნისს შვეიცარიის ქალაქ შტადში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპულ თავისუფალი ვაჭრობის  ასოციაციას შორის დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ. დეკლარაცია ითვალისწინებდა თანამშრომლობის გაღრმავებას მხარეებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით, მათ შორის, საქართველოსა და თვა-ის ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების კუთხით. დეკლარაცია ასევე გულისმობდა ერთობლივი კომიტეტის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და დეკლარაციის მიზნების მიღწევის გზებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მხრეებს შორი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით, 2016 წლის 27 ივნისს, ქ. ბერნში, შვეიცარიაში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

       2016 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ექსპორტმა ეთვა-ს ქვეყნებში 82 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ექსპორტის 3,9%), ხოლო იმპორტის მოცულობამ 60,5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1%). ანუ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს აქვს დადებითი სავაჭრო სალდო [3; იხ. ცხრილი 1 და 2].  ეთვა-ის წევრი-ქვეყნების მიერ განხორციელებული პუი-ის მოცულობა უმნიშვნელოა _ 2016 წელს 6,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (0,4%) [2; იხ. ცხრილი 3], მაშინ, როცა ეთვა-ს ქვეყნების მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,3 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. 1996-2016 წლებში ეთვა-ის წევრი-ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებული პუი-ების მოცულობა 500 მლნ აშშ დოლარამდეა.

ეთვა-ს წევრი-ქვეყნებისა  და საქართველოს დიპლომატიურიურთიერთობებისქრონოლოგია:დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიას შორის დამყარდა 1992 წლის  10 ივნისს, ისლანდიასა და საქართველოს შორის  – 1992 წლის 21 სექტემბერს. საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის – 1992 წლის 5 ივნისს, ხოლო საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის – 1992 წლის 10 ივნისს.

ეთვა-ის წევრი-ქვეყნები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.  შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება სხვადასხვა მიმართულებით. მიმდინარეობს თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკურ, ტექნიკურ, ფინანსურ და სხვა სფეროებში.

საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) საშუალებით ნორვეგიის მთავრობა შესაბამის ქართულ უწყებებთან თანამშრომლობით მონაწილეობს სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის შემდგომ სრულყოფაში. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) საქართველოში აქტიურად მუშაობს დროებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის  შემდეგ, 2009 წლის დასაწყისში, საქართველოსა და რუსეთის ორმხრივი მოთხოვნის საფუძველზე, შვეიცარიამ  მხარეებს შორის მედიატორის ვალდებულება აიღო. საქართველოში შვეიცარიის საელჩოში გაიხსნა რუსეთის  სექცია, ხოლო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესების სექცია.

მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ამრიგად, ეთვა-ს წევრი ქვეყნები მსოფლიოში მოწინავე კონკურენტუნარიანი ეკონომიკით გამოირჩევიან, საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი პრობლება  ეკონომიკის დაბალი კონკურენტუნარიანობაა, შესაბამისად, საქართველოს შეუძლია მათი გამოცდილების გამოყენება და, მეორე მხრივ, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაზრდა ასევე გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას. თავის მხრივ, ეთვა-ის წევრი-ქვეყნები  მაგალითია, რომ შეიძლება ევროპული ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ იყოს, მაგრამ ეკონომიკურად არანაკლებ განვითარებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

 

ცხრილი 1 [3]

 

საქართველოს ექსპორტი ევროპის თავისუფალივაჭრობის ასოციაციის ქვეყნებში 2006-2016 წლებში

 

(ათასი აშშ დოლარი)

                   

ქვეყნები

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016*

ექსპორტი - სულ

936 374,6

1 232 110,5

1 495 345

1 133 630

1 677 307

2 186 421

2 376 635

2 910 637

2 861 045

2 204 684

2 112 849

მათ შორის:

                     

ისლანდია

-

-

-

-

1,0

0,0

0,0

-

135,4

-

39,8

ლიხტენშტეინი

-

-

5,8

-

63,7

-

-

-

1,3

-

-

ნორვეგია

430,1

36,2

21,5

570,1

172,2

673,9

44,6

431,0

80,1

56,2

285,6

შვეიცარია

1 941,5

1 367,2

933,2

2 290,6

417,8

1 792,3

12 856,6

3 267,9

13 593,2

30 848,2

81 768,3

EFTA

2 371,6

1 403,5

960,5

2 860,7

654,7

2 466,2

12 901,3

3 698,9

13 810,0

30 904,4

82 093,7

%

0,3

0,1

0,1

0,3

0,0

0,1

0,5

0,1

0,5

1,4

3,9

 

 ცხრილი 2 [3]

 

საქართველოს იმპორტი ევროპის თავისუფალივაჭრობის ასოციაცს წევრი -ქვეყნებიდან 2006-2016 წლებში

 

(ათასი აშშ დოლარი)

                   

 

ქვეყნები

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016*

იმპორტი – სულ

3 674 832,4

5 212 150,2

6 301 540,3

4 475 724,5

5 235 964,6

7 072 259,8

8 056 379,0

8 022 739,0

8 601 814,4

7 292 306,2

7 287 460,2

მათ შორის:

                     

ისლანდია

0,5

7,6

77,3

89,8

433,2

1 434,5

1 319,4

3 111,0

1 832,8

5 024,0

6 033,9

ლიხტენშტეინი

22,0

536,0

19 367,5

1 390,8

491,2

581,8

603,1

477,7

395,6

522,0

580,0

ნორვეგია

4 033,4

2 592,6

3 404,1

4 593,0

5 386,9

7 269,7

10 337,9

11 648,9

10 263,8

10 367,6

11 969,3

შვეიცარია

32 684,1

64 178,6

50 190,1

38 032,1

34 468,6

48 779,4

71 607,4

58 345,8

60 468,8

62 897,1

41 988,0

EFTA

36 740,1

67 314,8

73 039,0

44 105,8

40 779,9

58 065,3

83 867,9

73 583,4

72 961,0

78 810,6

60 571,2

%

1,0

1,3

1,2

1,0

0,8

0,8

1,0

0,9

0,8

1,1

0,8

                                             

ცხრილი 2[2]

ევროპის თავისუფალივაჭრობის ასოციაცის წევრი-ქვეყნების მიერ განხორციელებული პუი-ები

 საქართველოს ეკონომიკაში

2005-2016 წლებში

ათასი აშშ დოლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეყნები

2005

2006

2007

2008

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016*

სულ

449 784,8

1 190 374,6

2 014 841,6

1 563 962,4

814 496,6

1 117 244

911 564,3

941 902,6

1 758 422,9

1 564 499,8

1 645 368,6

მათ შორის:

                     

ეთვა-ის წევრი ქვეყნები

                     

ისლანდია

-

-

181,7

0,0

715,8

117,1

-62,9

124,7

262,4

-711,4

140,9

ნორვეგია

23 620,9

77 894,8

34 200,1

2 693,4

2 022,6

3 048,9

4 120,2

3 239,8

449,1

343,4

-585,8

შვეიცარია

115,6

402,4

10 854,7

89 958,6

21 885,1

27 910,0

10 029,3

17 023,2

7 909,9

-367,8

3 996,3

ლიხტენშტეინი

0,0

0,0

2 662,7

5 016,0

35 044,6

-8 466,3

1 678,7

-7 070,0

-1 199,4

1 959,1

3 050,0

EFTA

23 736,4

78 297,2

47 899,2

97 667,9

59 668,1

22 609,8

15 765,3

13 317,6

7 421,9

1 223,4

6 601,5

EFTA-წილი

5,3

6,6

2,4

6,2

7,3

2,0

1,7

1,4

0,4

0,1

0,4

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. მსოფლიო ეკონომიკა. (2001) პროფ. გ. თოდუასა და შ. ვეშაპიძის საერთო რედაქციით. თბილისი.
  2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (2015). სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი).
  3. საქართველოს საგარეო ვაჭრობა (2015). საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში 2016 (წინასწარი), სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). www.geostat.ge
  4. ფუტკარაძე რ. (2010). საქართველო–ევროკავშირის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები, თბილისი, ,,უნივერსალი’’.
  5. ფუტკარაძე რ. (2015). საქართველოს საგარეო ვაჭრობის აქტუალური საკითხების შესახებ. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული, ტომი VIII.
  6. Altmann, Jörn/Kulessa, Margaliete (Hrsg.) (1998). Internationale Wirschaftsorganisationen. Ein Taschenlexikon. Stuttgart.
  7. Annual Report of the European Free Trade Association (2015) EFTA..
  8. Bakker A. F. P. (1996) International Financial Istitution, New York.
  9. http://hdr.undp.org/sites/default/files/2016_human_development_report.pdf
  10. http://www.efta.int
  11.  Putkaradze R. (2010). Perspectives of Georgia-European Union Trade Relations. Istanbul International Annual Conference on the Economic Cooperation and Development within the Black Sea Basin Countries. Donetsk Nacionaluniversity. Collection of Scientific Works. Part I. Istambul-Donetck.
  12. This is EFTA  Tore Grønningsæter (Editor), (2013),  Gramme SA, Belgium.
  13. This is EFTA , Tore Grønningsæter (Editor), (2015) Gramme SA, Belgium..
  14. Weidenfeld, Werner/Wessels, Wolfgang. (1997). Europa von A-Z: Taschenbuch der europäischen Integration / Institut für Europäische Politik 6. Aufl. Bonn: Europa Union Verlag.